logo

ვან ბასტენი: "მინდოდა 38 წლამდე მეთამაშა, მაგრამ არ გამომივიდა"

ვან ბასტენი: "მინდოდა 38 წლამდე მეთამაშა, მაგრამ არ გამომივიდა"

"მილანის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა "Corriere della Sera"-სთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"მილანი" ერთი დიდი ოჯახი იყო. ამ გუნდში მე ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად და კაცად. მინდოდა 38 წლამდე მეთამაშა, მაგრამ არ გამომივიდა და ჩემს კარიერას ცუდი დასასრული ჰქონდა. თავდაპირველად დანებება არ მინდოდა, მაგრამ შემდეგ გავიაზრე რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა."

"არიგო საკისთან პირადი ურთიერთობა არასდროს მქონია. მას ადამიანური ურთიერთობების არასდროს ესმოდა. როდესაც მას ვარჯიშზე არ მოეწონებოდი, შეიძლებოდა ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ეთამაშებინა და გუნდის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა."

"როდესაც "აიაქსში" მწვრთნელად დავბრუნდი, ერთმა ბიჭმა პროვოკაცია მომიწყო. მან მითხრა: "შენ ხო ვან ბასტენი ხარ? მაჩვენე რა შეგიძლია." სამწუხაროდ ჩემი კოჭის გამო მოძრაობა არ შემეძლო. ვინ იყო ის ბიჭი? ზლატან იბრაჰიმოვიჩი." - განაცხადა ვან ბასტენმა.

1 თვის წინ
852 / 3
rossoneri-best
user
superkaka22 https://m.youtube.com/watch?v=z_4FwuUuYB8 2006 წლის თამაში ყოფილა უბრალოდ მე ვნახე შარშან წინ, ნუ რა.მნიშვნელობა აქვს პატარა ბიჭი ნაღდად არ არის
user
superkaka22 მე ვანბასტენის თამაში არ მახსოვს, მაგრამ ვიდეოები რაც ნანახი მაქვს სასწაული იყო, გარდა მაგისა ძალიან ბევრი ძველი თაობის ფეხბურთის ბალეშიკი, რომელიც მილანს ააერთოდ არ ბალეშიკობს ვანბასტენა ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევს, მაგალითად მამაჩემი ბაიერნის ბალეშიკია და დღესაც მტკიცედ წამს რო ვანბასტენზე მაგარი ფორვარდი ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა, რაც შემეხება მე შარშან წინ მილანის ლეგენდების თამაშს ვუყურე სადაც ვანბასტენი უკვე 50 წელს გადაცილებული იყო, თავით ნახტომში ისეთი გოლი გაიტანა დღეს ბევრი ფორვარდი ვერ შეასრულებდა, თუ ვიპოვე ვიდეო აუცილებლად დავდებ
user
GeGe smilesmile ზლატან.............ყოველჯერზე ახლიდან ვწერ მაილს და პაროლს, რატომ არ იმახსოვრებს?
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 287
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ