La Gazzetta dello Sport -ის ინფორმაციით, "მილანმა" "ნანტის" ახალგაზრდა ნახევამცველის, იმრან ლოუზას გადასაბირებლად სტრატეგია შეიმუშავა.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა სულ 26 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 4 მატჩში თავი გოლით, ხოლო 3-ში ასისტით, გამოიჩინა.
ცნობილია, რომ ლოუზას ფრანგებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ფლეიმეიქერადაც.
წყაროზე დაყრდნობით, ამომავალ ვარსკვლავს მომდევნო თვეების განმავლობაშ "მილანის" სკაუტები დააკვირდებიან და საბოლოოდ შეჯერდებიან, იბრძოლონ თუ არა მის შესაძენად.