ჰაუგეს მილანური კარიერა დასასრულს უახლოვდება – ფეხბურთელი "შავ-წითლებს" ტოვებს ["PianetaMilan"]

ჰაუგეს მილანური კარიერა დასასრულს უახლოვდება – ფეხბურთელი "შავ-წითლებს" ტოვებს ["PianetaMilan"]

"PianetaMilan"-ს ინფორმაციით, იანს პეტერ ჰაუგეს მილანური კარიერა დასასრულს უახლოვდება. ლომბარდიული გრანდი ფრანკფურტის "აინტრახტთან" შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არის.

თავდაპირველად "როსონერიმ" გერმანულ კლუბს 15 მილიონი ევრო მოსთხოვა, მაგრამ საბოლოოდ 12 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა, რაც ამ კლუბისთვის მისაღები აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი "შავ-წითლების" ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს უკვე დაემშვიდობა.

მოგეხსენებათ, ჰაუგე "მილანს" 2020 წლის ოქტომბერში "ბოდო/გლიმტიდან" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

 

1 თვის წინ
672 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
Arigo ანუ მომავალი ტრანსფერებისთვის ფული ჩნდება;
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი