"მილანი" კამარას მოელაპარაკა

"მილანი" კამარას მოელაპარაკა

იტალიელი ჟურნალისტის ალესანდრო ჯაკობონეს ინფორმაციით, "მილანმა" "მარსელის" ნახევარმცველთან ბუბაკარ კამარასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

როგორც წყარო იუწყება, მხარეები 5 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ახლა "მარსელის" დაყოლიებაა საჭირო, რადგან ფრანგულმა გუნდმა "როსონერი" ერთხელ უკვე გაისტუმრა უარით.

როგორც ირკვევა, "მარსელი" ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 20-25 მილიონ ევროს მიღებას აპირებს, თუმცა ფეხბურთელის კონტრაქტის და მისი სურვილის გათვალისწინებით ადრე თუ გვიან დათმობაზე წასვლა მოუწევს.

1 თვის წინ
744 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი