"მილანი" "ევერტონის" მოთამაშით ინტერესდება – ფეხბურთელი ბენიტესის გეგმაში არ შედის ["Calciomercato"]

"მილანი" "ევერტონის" მოთამაშით ინტერესდება – ფეხბურთელი ბენიტესის გეგმაში არ შედის ["Calciomercato"]

"მილანი" რომ ფლეიმეიქერს ეძებს, ნამდვილად არახალი ამბავია. გასული კვირებია "როსონერის" რამდენიმე მოთამაშე დაუკავშირეს, მათ შორის ხამეს როდრიგესიც.

"უკვე ყველა ჩემპიონატში მაქვს ნათამაშები, იტალიაღა აკლია. სერია ა კარგი ვარიანტი იქნებოდა", – განაცხადა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ არხზე.

"Calciomercato"-ს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი რაფა ბენიტესის გეგმაში არ შედის. საუბარი იყო ლეაოსა და როდრიგესის გაცვლაზე, მაგრამ ლომბარდიული გრანდი ამით დაინტერესებული ისევე არ გახლავთ, როგორც პორტუგალიელი ახალგაზრდა.

"ევერტონი" მის 10 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას აპირებს. როდრიგესის წლიური ანაზღაურება კი 6 მილიონ ევროს შეადგენს.

 

 

 

1 თვის წინ
1146 / 3
საშკა ცხოვრებაშვილი
user
zurius დღეს ნიცასთან მატჩის ლინქს ვერ დადეებთ? 
user
R.I.P zurius მე აქ ვუყურებ კანალ 2ზე https://gooool.tv/online/103344-nicca-milan-31-ijulja-prjamaja-transljacija.html
user
Arigo ხამესი ძალიან კარგი ვარიანტია, კლასნია და უმაღლეს დონეზეც უთამაშნია
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი