logo

ალეგრი "მილანს" თანხმობის სანაცვლოდ ერთადერთ რამეს თხოვს

ალეგრი "მილანს" თანხმობის სანაცვლოდ ერთადერთ რამეს თხოვს

სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 15 შეხვედრა დარჩა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობაში აქტიურად განიხილება სტეფანო პიოლის შემცვლელის მოყვანა. ორი მთავარი კანდიდატი კი გამოკვეთილია: მასიმილიანო ალეგრი და რალფ რანგნიკი.

ერთი მალდინისა და ბობანის რჩეულია, ხოლო მეორე გაზიდისის. "LiberoQuotidiano.it"-ის თანახმად, "შეშლილი მაქსი" თანახმაა კვლავ ჩაუდგეს "მილანს" სათავეში, "პსჟ"-ს შეთავაზება დაბლოკოს და იბრაჰიმოვიჩი დარჩენაში დაარწმუნოს, სანაცვლოდ კი ერთ რამეს ითხოვს.

ალეგრის სეზონურად ხელფასის სახით 10 მილიონი ევროს მიღება სურს. ლეონარდომ აღნიშნული თანხა უკვე შესთავაზა მაქსს, თუმცა იტალიელ სპეციალისტს საფრანგეთში გადაბარგების იდეა დიდად არ ხიბლავს და "როსონერის" შეთავაზების მოლოდინშია.

8 თვის წინ
2671 / 2
rossoneri-best
user
Kapana თუ ტვინი აქვთ უნდა გადაუხადონ, ნორმალური მწვრთნელი მილანში მაღალი ანაზღაურების გარეშე არ მოვა, მაქსი კი საშინლად ჭირდება გუნდს ეხლა ყველა ხედავს
user
Guri Dorokashvili 10 milionad fexburtels yiduloben shen ras mogcemen 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ