კუტრონე: "მე ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვი"

კუტრონე: "მე ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვი"

"ფიორენტინასა" და "მილანის" შეხვედრა 1-1 დასრულდა. ფლორენციელებმა გათანაბრება პატრიკ კუტრონეს მოპოვებული პენალტით შეძლეს. მატჩის შემდეგ ახალგაზრდა იტალიელმა თავდამსხმელმა "DAZN"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ჩემთვის "მილანი" მოწინააღმდეგე არასდროს იქნება. მე ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვი და ამჟამად "ფიორენტინას" მაისური მაცვია."

"თამაშს არ გამოვეთიშეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. მადლობა "მილანისა" და "ფიორენტინას" გულშემატკივრებს, რომლებმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტებით გამაცილეს."

"რომ გამეტანა რა თქმა უნდა არ ავღნიშნავდი, "როსონერის" დიდ პატივს ვცემ. მინდოდა პენალტი დამერტყა, მაგრამ ამას ჩემზე უკეთ პულგარი აკეთებს." - განაცხადა კუტრონემ.

10 თვის წინ
1357 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 299
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი