იტალიის ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე სვლა გრძელდება. რობერტო მანჩინის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბელგიას 1-2 სძლია და ნახევარფინალშიც გავიდა.
მატჩის წინ, ბელგიის ნაკრებმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც მათ მოახლოებული შეხვედრა დაანონსეს და ცნობილი ფრაზის პირველი ორი სიტყვა დაწერეს - "Veni, Vidi.." (მივედი, ვნახე..).
"წითელმა ეშმაკებმა" მესამე სიტყვის დაწერა ვეღარ შეძლეს, რადგან გამარჯვება "სკუადრა აძურას" დარჩა, რომლებმაც სოციალურ ქსელში ბელგიელთა ამ პოსტს უპასუხეს.
საბოლოოდ, იულიუს კეისრის ცნობილი ფრაზა Vici-ით (გავიმარჯვე) იტალიელებმა დაასრულეს, მათ სიტყვა ეროვნული დროშის ანიმაციით ააწყვეს.