logo

"იბრამ სხვა არჩევანი გააკეთა", - ზლატანს მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა

"იბრამ სხვა არჩევანი გააკეთა", - ზლატანს მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი კლუბი ჯერ ისევ გაურკვეველია. ბოლო დრომდე შვედი თავდამსხმელის მომავალს ყველაზე მეტად იტალიას და ამ ქვეყნის სამ კლუბს უკავშირებდნენ - "მილანს", "ნაპოლისა" და "ბოლონიას". თუმცა, ბოლო ინფორმაციით, იბრას ახალი კლუბი "ბოლონია" ნამდვილად არ იქნება.

ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა: "იბრაჰიმოვიჩი "ბოლონიაში" არ გადმოვა. ჩვენ მისთვის მშვენიერი წინადადება გვქონდა, მაგრამ ზლატანმა სხვაგვარი არჩევანი გააკეთა, რომელიც მისთვის, პროფესიონალური თვალსაზრისით, უფრო საინტერესო იყო".
ამრიგად, იტალიაში იბრას ორი სავარაუდო კლუბის ვარიანტი რჩება - "მილანის" ან "ნაპოლის". მედიაში დაიწერა, რომ შვედმა "როსონერისთან", რომლის ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა, კონტრაქტი უკვე შეათანხმა და "მილანი" მის ტრანსფერს 15 დეკემბერს დაადასტურებს.

რაც შეეხება "ნაპოლის" ვარიანტს, "La Gazzetta dello Sport"-ის ჟურნალისტი იუწყება, რომ კლუბი და ფეხბურთელი თანამშრომლობის საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ და სავარაუდოდ, "ნაპოლი" იბრას წლინახევრიან კონტრაქტს შესთვაზებს.

6 თვის წინ
755 / 0
ბექა ბლიაძე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ