logo

"მილანი" და "რომა" "Corriere dello Sport"-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

"მილანი" და "რომა" "Corriere dello Sport"-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

გავლენიანი იტალიური სპორტული გამოცემა "Corriere dello Sport" დიდ სკანდალში გაეხვა. იტალიაში აგორებული სკანდალის მიზეზი აღნიშნული გამოცემის მთავარ გვერდზე განთავსებული რასისტული შინაარსის პოსტერი გახდა.

6 დეკმებერს, სერია ა-ს ეგიდით გასამართ შეხვედრაში "ინტერი" რომას" დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის წინ, Corriere dello Sport-მა აქცენტი არა ტიტულოვანი კლუბების დაპირისპირებაზე – არამედ რომელუ ლუკაკუსა და კრის სმოლინგის კანის ფერზე გააკეთა და მატჩის დღე "შავ პარასკევად" (Black Friday) მოიხსენია.

"Corriere dello Sport"-ის ქმედებამ იტალიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. უამრავმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფეხბურთელმა და გამოჩენილმა პირმა გამოცემის ქმედება რასიზმის გაღვივების ხელშეწყობად ჩათვალა. რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას იტალიური გრანდები "მილანი" და "რომაც" შეუერთდნენ.

იტალიური ფეხბურთის ორმა გიგანტმა საერთო მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც Corriere dello Sport-ის ქმედება დაგმობილია და გამოცემის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.

"გამოცემის მთავარ გვერდზე განთავსებული ბანერის გამო "მილანი" და "რომა" "Corriere dello Sport"-ს ვარჯიშებზე არ დაუშვებენ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ფეხბურთელებს, თავი შეიკავონ "Corriere dello Sport"-თან საუბრისგან და გამოცემას ინტერვიუები არ მისცენ. გამოცემასთან მინიმუმ წლის ბოლომდე ყოველგვარ კავშირს ვწყვეტთ", – აღნიშნულია "მილანისა" და "რომას" ერთობლივ განცხადებაში.

11 თვის წინ
1095 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ