"მილანს" საქმე გაუმარტივდა - რა ხდება ბელოტისთან დაკავშირებით

"მილანს" საქმე გაუმარტივდა - რა ხდება ბელოტისთან დაკავშირებით

Tuttosport-ის ცნობით, რადგან ბელოტი "ტორინოსთან" გახანგრძლივებას არ აპირებს და არსებობს რისკი, რომ მომავალ წელს ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავენ, ტურინელებმა მისი გაყიდვა და ფასის შემცირება გადაწყვიტეს.

წყაროს ცნობით, "ტორინო" მზადაა ფორვარდი 35 მილიონის სანაცვლოდ 25 მილონად დათმოს და თუ დაინტერესებული მხარე ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას მოისურვებს, მზად არის თანხა 20 მილიონამდე შეამციროს.

აღნიშნული ფაქტი "მილანის" წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმეში "რომაც" აქტიურადაა ჩართული და მან "ტორინოს" წინადადებით უკვე მიმართა.

1 თვის წინ
927 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი