logo

მალდინი: "ინტერთან" გასული მატჩის პირველი ტაიმი ბოლო ხუთი წლის საუკეთესო 45 წუთი იყო"

მალდინი: "ინტერთან" გასული მატჩის პირველი ტაიმი ბოლო ხუთი წლის საუკეთესო 45 წუთი იყო"

პაოლო მალდინიმ იტალიის თასზე "იუვენტუსთან" დაპირისპირებამდე "Sky Sport"-თან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"წინ მნიშვნელოვანი ნახევარფინალური შეხვედრები გველოდება. იტალიის თასის მოგება სეზონის მთავარი მიზანია, რომელიც ევროპის ლიგის საგზურს მოგვიტანს. წინ რთული დუელი გველოდება, რადგან ბოლო წლების იტალიის დომინანტ გუნდთან გვიწევს დაპირისპირება."

"ინტერთან" გასული მატჩის პირველი ტაიმი ბოლო ხუთი წლის საუკეთესო 45 წუთი იყო. ეს იმის ფონზე, რომ "ნერაძური" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. ჩვენ ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდი გვყავს, ამიტომ საჭიროა მეტი გამოცდილი ფეხბურთელების დამატება. ჩემი აზრით, კიაერისა და იბრაჰიმოვიჩის მოსვლამ გუნდზე დადებითად იმოქმედა."

"ზლატანი ჩვენი ჯოკერია, გამოცდილება თავს ყოველთვის იჩენს. პირდაპირ გეტყვით, მისგან ამდენს არ ველოდი, რადგან ვარჯიშებზეც და მწვანე მინდორზეც საოცარ სამუშაოს აკეთებს."

"რანგნიკი? მის შესახებ წავიკითხე, მაგრამ დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ ის "მილანის" შესაფერისი არაა. ჯერჯერობით საოცნებო "როსონერისგან" შორს ვართ, მაგრამ ამ ყველაფერზე მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ." - განაცხადა მალდინიმ.

8 თვის წინ
1593 / 2
rossoneri-best
user
superkaka22 კიაერი იყო ორი გოლი რო ყლაპა, კაი რა. მოიყვანეთ ტიაგო სილვა მანდ კიდე ბევრს აჯობებეს
user
HARRY ბოლო 10 წელია შორს ვართ საოცნებო როსონერისგან... თან ყოველ წელს უფრო უარესად 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ