"მილანის" ყველა მოთამაშის რეიტინგი 2020-21 წლის სეზონში

"მილანის" ყველა მოთამაშის რეიტინგი 2020-21 წლის სეზონში

2020-21 წლის სეზონზე "მილანმა" სერია ა-ში არაჩვეულებრივად იასპარეზა და გათამაშებაში მე-2 ადგილი დაიკავა.

La Gazzetta dello Sport-მა გასული სეზონი შეაჯამა და "როსონერის" სრული შემადგენლობა 10 ბალიანი სისტემით შეაფასა.

გუნდის დამრიგებემლა სტეფანო პიოლიმ "მილანისთვის" კოშმარიდან თავის დაღწევაში დახმარებისთვის 9 ქულა დაიმსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ანტონიო დონარუმა არ შეფასდა, რადგან მას არცერთი წუთი არ გაუტარებია მოედანზე. მისმა უმცროსმა ძმამ ჯანლუიჯი დონარუმამ "სასწაულების ნორმალიზებისთვის" 8 ქულა დაიმსახურა, თუმცა, როგორც ჩანს, "მილანში" ეს მისი ბოლო სეზონი იყო. ტატარუშანუ კი 6.5 ქულით შეფასდა, რადგან ცუდი დებიუტის გამოსწორება "რომასთან" შეძლო.

გადავიდეთ მცველებზე, დავიდე კალაბრიამ "წარმოუდგენელი ზრდის" შემდეგ 8 ქულა დაიმსახურა და უცნაურია, რომ ევრო 2020-სთვის ნაკრებში არ გამოუძახებიათ, დიოგო დალოტმა მიიღო 6 "ნიჭიერების", მაგრამ "თანმიმდევრულობის ნაკლებობისთვის". მატეო გაბიამაც 6 მიიღო, ძირითადად იმიტომ, რომ  მუხლის ტრავმის გამო ბევრი გაუცდა.

ტეო ჰერნანდესი შეფასდა 7.5 ქულით, რომელსაც 8 ქულის მიღების პოტენციალიც ჰქონდა.  6.5 მიიღო კალულუმ, რომელც ზაფხულის შემდეგ თვალთახედვიდან გაქრა.

გამოცდილმა, სტაბილურმა და საიმედო კიაერიმ 8 ქულა დაიმსახურა, რადგან მუდამ კონცენტრირებული იყო, როგორც ნამდვილი ლიდერი. კაპიტანი ალესიო რომანიოლი კი მხოლოდ 6 ქულას უნდა დაჯერდეს და მომავალზე იფიქროს. იჯარით გაფორმებულმა ფიკაიო ტომორიმ 8 ქულა მიიღო, რადგან ის "სწრაფად მოერგო სერია ა-ს" და იყო ძალიან "სწრაფი, ძლიერი, ყურადღებიანი და შტევაშიც კი საშიში".

ნახევარდაცვაში, 7 მიდის ისმაელ ბენასერთან, რომელსაც ჰქონდა კუნთის ძლერი დაზიანება, მაგრამ თავის გამოჩენას მაინც ახერხებდა. ჰაკან კალანოღლუმ ნიჭიერებისთვის 7.5 დაიმსახურა, თუმცა მას თანმიმდევრულობა აკლდა, განსაკუთრებით კი ბოლო თამაშებში, შეეძლო თავი უკეთ გამოეჩინა. ბრაჰიმ დიასის სეზონი 7 ქულით შეჯამდა, მაგრამ სეზონის მიწურულს შესაძლოა 8 ქულაც კი დაიმსახურა.

ფრანკ კესი 9 ქულით შეაფასეს, რადგან ის არის ყველგან და აჩვენებს "ძალაუფლების სფეროს ყველა პოზიციაზე", მან მეტსახელი "პრეზიდენტიც" კი დაიმსახურა. ყველაე რთულ მონტებში "მილანი" სწორედ მის მხრებზე იდგა. 

რადე კრუნიჩმა 6.5 ძირითადად ვერონაში დარტყმისთვის მიიღო, მარგალიტი, რომელიც "მილანს" სჭირდებოდა. მეიტე 6 ქულით შეფასდა, რადგან აქვს პოტენციალი, რომლის გამოსავლენადაც დრო სჭრდება. ალექსის სალემაკერსმა 7.5 დაიმსახურა, რადგან მან თამაშისთვის ბევრი გაიღო და მრავალ ასპექტში ივარგა.

6-6 ქულა დაიმსახურეს სანდრო ტონალიმ და სამუ კასტილეხომ. 6.5 მიდის იენს პეტერ ჰაგუესთან, მისი გოლითვის "სამპდორიას" წინააღმდეგ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეფასდა 7.5-ით, რადგან დამანგრეველია და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, თუმცა მისი წვლილი უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობის თვალსაზრისით იზომება.

რაფაელ ლეაო სეზონის პირველი ნახევრისთვის 6 ქულით ფასდება, 2021 წელმა ის თითქმის მთლიანად შთანთქა.

ანტე რებიჩი ფანტასტიკური გოლებისთვის 7.5 ქულით შეფასდა. დანიელ მალდინისა და მარიო მანჯუკიჩს არ მისცეს ქულა, რადგან მათ საკმარისად არ უთამაშიათ.

 

 

4 თვის წინ
1263 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო