logo

ბაკაიოკო "მილანში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს

ბაკაიოკო "მილანში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს

ტიმუე ბაკაიოკო კვირას მილანურ დერბის დაესწრო. ბევრი გულშემატკივარისათვის მისი "მილანში" დაბრუნება ოცნებას უდრის. ფრანგი ნახევარმცველი თავის ინსტაგრამის გვერდზე ხშირად გამოხატავს "შავ-წითლებისადმი" სიყვარულს მიუხედავად იმისა, რომ "სან სიროზე" მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და დაბრუნებაზეც უარს ნამდვილად არ იტყვის.

"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით კი ბაკაიოკომ "მილანის" ხელმძღვანელობას თავისი თავი შესთავაზა. ტიმუე ამჟამად "ჩელსიდან" "მონაკოშია" განათხოვრებული და ფრანგებს მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა თუ ფრანგულ მედიას დავეყრდნობით მონეგასკები მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

ბაკაიოკოს ლომბარდიულ გრანდში დაბრუნება ფეხბურთელის დიდი სურვილის მიუხედავად ძალიან რთული იქნება, რადგან მისი ტრანსფერის ღირებულება სულ ცოტა 30 მილიონ ევროს შეადგენს. ამას გარდა მისი ანაზღაურება სეზონში 3 მილიონ ევროს უტოლდება. იმ შემთხვევაში კი თუ "მონაკო" ტიმუეს მაინც გამოისყიდის, შესაძლო ტრანსფერის თეორიული შანსებიც გაქრება.

8 თვის წინ
1676 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ