ბენასერისთვის მანჩესტერული "დერბი" შედგება

ბენასერისთვის მანჩესტერული "დერბი" შედგება

Fichajes.net-ი ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს"  "ბარსელონას" ნახევარმცველი პიანიჩისა და "ლესტერის" ნდიდისთან მოლაპარაებები კლუბების მაღალი ეკონომიკური მოთხოვნების გამო გაურთულდა. ჰორიზონტზე კი მათ ნაცვლად ისმაილ ბენასერი გამოჩნდა.

ალჟირელი ნახევარმცველის 50 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობა მსურველებს ზაფხულიდან მიეცემათ, როცა კონტრაქტში აღნიშნული პუნქტი გააქტიურდება.

"წითელი ეშმაკები" მზად არიან ბენასერისთვის თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტისთან" იბრძოლონ, რომლებიც "მილანის" ნახევარმცველის გადაბირებით აქტიურად არიან დაინტერესებულნი.

გამომდინარე იქიდან, რომ  ჯერ კიდევ გაურკვეველია "როსონერის" ბედი ჩემპიონთა ლიგაზე, ბენასერისთვის ახალ კლუბში გადასვლა და თასებისთვის ბრძოლა მიმზიდველი იქნება. 

აქამდე Calciomercato იტყობინებოდა, რომ ზაფხულში ისმაელის გაფორმებას ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" და "რეალცი" შეეცდებიან. ასე რომ, ლომბარდიულ გრანდს დიდი ძალისხმევა დასჭირდება ალჟირელის შესანარჩუნებლად.

1 თვის წინ
450 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი