"მილანმა" კალაბრიას ახალი კონტრაქტი გაუმზადა

"მილანმა" კალაბრიას ახალი კონტრაქტი გაუმზადა

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" დავიდე კალაბრიას ახალი კონტრაქტი გაუმზადა.

კალაბრია მისი მილანური კარიერის პირველ ეტაპზე არც თუ ისე წარმატებულად ასპარეზობდა და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ სტეფანო პიოლის მოსვლის შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, რითიც ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

კალაბრიას მიმდინარე ხელშეკრულება "როსონერისთან" 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით კი ის გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხელფასი კი 1.1 მილიონიდან 1.6 მილიონამდე გაეზრდება.

თუმცა, უნდა აღიშნიშნოს, რომ დვიდე კლუბისგან 2 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს ითხოვდა. ამიტომ "როსონერის" ხელმძღვანელობა იმედოვნება, რომ ფეხბურთელი დათმობაზე წავა და ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს.

1 თვის წინ
372 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი