"Calciomercato"-ს ინფორმაციით, "მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ფიორენტინას" მცველის, ნიკოლა მილენკოვიჩის შეძენას შეეცდება.
ძალიან დიდი ალბათობით, სერბი მცველი "იებს" დატოვებს. ის გუნდის შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს არ თანხმდება.
"როსონერის" გარდა, მილენკოვიჩის სახელს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ინტერს".
მოსალოდნელია, რომ "ლა ვიოლა" მოთამაშის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც მისაღები ფასია.