logo

პიოლი: "დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით, რამაც ქულები დაგვაკარგვინა"

პიოლი: "დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით, რამაც ქულები დაგვაკარგვინა"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "ჰელას ვერონასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ექვსი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უყურადღებობის გამო ქულები დავკარგეთ. მოგება შეგვეძლო, თუმცა არ გამოგვივიდა, რაც ცუდია. დღევანდელ შეხვედრაში ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და ამას გარდა იტალიის თასზე 120 წუთის თამაშმა ცოტა დაგვღალა."

"შესამჩნევია, რომ მიმდინარე წელს ჩვენი თამაშის ხარისხი უკეთესია, ჩვენ ამ ყველაფერს საფუძველი დროულად ჩავუყარეთ. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება და ენერგიის აღდგენა გვმართებს."

"იმედი მაქვს იბრაჰიმოვიჩი დერბიში ითამაშებს. მას მცირე პრობლემები ჰქონდა და ვფიქრობ "ინტერთან" შეხვედრისათვის პრობლემები არ უნდა წარმოიქმნას."

"მალდინის აქვს ნიჭი და ამასთან ერთად ბევრს ვარჯიშობს. სწორ დროს ის შანსს აუცილებლად მიიღებს. ზლატანი ძალიან გვეხმარება, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ ჩვენ გუნდი ვართ და მის გარეშეც შეგვიძლია მაღალი დონის მატჩის ჩატარება."

"რებიჩს ხშირ შემთხვევაში პერსონალური დაცვა ეყენა. მის დღევანდელ შეხვედრას საშუალოდ შევაფასებდი. ანტემ ბევრი მომენტი გაანიავა, თუმცა თავადაც შექმნა და ეს მნიშვნელოვანია." - განაცხადა პიოლიმ.

9 თვის წინ
878 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ