"მილანი" 1:1 "უდინეზე" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"მილანი" 1:1 "უდინეზე" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"მილანმა" "სან სიროზე" "უდინეზეს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა:

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, თუმცა უნდა მოგვეგო და ის რაც მოხდა სამარცხვინოა".

"ხარისხი, რითმი, სიბრაზე და მონდომება დაგვაკლდა. მოედანზე დუელების მოგებას ფაქტობრივად ვერ ვახერხებდით".

"ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს მოველი. ლეაოს კარგი მატჩი არ ჰქონდა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. რაფას მახასიათებლები უფრო უკეთ მაშინ ჩანს, როდესაც მეტოქის ნახევარზე მეტი სივრცეა დარჩენილი, "უდინეზეს" მსგავს მეტოქეებთან კი მას თავისი მოქნილობის გამოვლენის შესაძლებლობა არ ეძლევა".

"ტონალიმ ფლექსორის მიდამოში მცირე ტკივილი იგრძნო. ზუსტ პასუხს მისი მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ".

"ჯიჯიო? მართალია დონარუმამ დღეს ერთი ბურგი გაუშვა, მაგრამ ბევრჯერ გვიხსნა".

"ახლა ბრძოლის განახლებაზე უნდა ვიფიქროთ. ნახევრად პოზიტიური შედეგის შემდეგ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ", - განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

 

1 თვის წინ
798 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია