Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკან ჩალჰანოღლუსა და "მილანს" შორის მიმდინარე მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის თაობაზე წინ წავიდა.
წყაროს ცნობით, თურქი ნახევარმცველი გასულ საღამოს კასა მილანში დირექტორებთან შეხვედრისას დააფიქსირეს, სადაც ის აგენტის გარეშე იმყოფებოდა.
ითვლება, რომ მხარები ახალ კონტრაქტზე შეთანხმების მისაღწევად ნაბიჯებს დგამენ და უფსკლული, რომელიც მოთხოვნებს შორის იდგა საბონუსე სისტემის მეშვეობით მარტივად ამოივსო.
შეგახსენებთ, ჰაკან ჩალჰანოღლუ თავისუფალი აგენტი 1 ივლისს ხდება, მაგრამ მას "სან სიროზე" დარჩენა სურს.