იბრაჰიმოვიჩი "სან რემოს" ფესტივალზე იმღერებს

იბრაჰიმოვიჩი "სან რემოს" ფესტივალზე იმღერებს

"მილანის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი იტალიური სიმღერის ლეგენდარულ ფესტივალზე "სან რემოზე" გამოვლენ.

ცნობილი ჟურნალისტი ალფრედო პედულას ცნობით, სერბი მწრთვნელი და შვედი ფორვარდი შეასრულებენ ჯგუფ Nomadi-ის კომპოზიცია Io Vagabondo-ს ("მე მაწანწალა") შეასრულებენ, რომელიც 1972 წელს შეიქმნა.

"როცა ამადეუსმა (ფესტივალის ორგანიზატორი) დამირეკა არ მიყოყმანია. მან მითხრა, რომ ყველა რეკორდის დამხობა უნდოდა და მეც აქ ვარ.

"მართალია, მოედანზე გოლის გატანა უფრო მიადვილდება, მაგრამ არ ვღელავ რადგან კარგ ხელში ვარ. ახლა ცოტა აღფრთოვანებულიც ვარ, არ ვიცი რა მელის, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარგად გავერთობით".

"თუ შეცდომას დავუშვებ ვერავინ გამსჯის, ხოლო თუ კარგად გამომივა მით უკეთესი - კარიერის დასრულების შემდეგ სხვა სამსახურს მარტივად ვიპოვი. ვიმედოვნებ, რომ მიხაილოვიჩს კარგად სიმღერა არ შეუძლია, ასე ერთ დონზე ვიქნებით".

"რომასთან" მცირე დაზიანება მივიღე, მაგრამ ჩემი ტრავმა მალე მოშუშდება და ეს ხელს არ შემიძლის. მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია".

"ლუკაკუ? ჩვენს შორის პირადი პრობლემები არ არსებობს. რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება. თუ ის "სანრემოზე" მოვა აუცილებლად მივესალმები".

"ლებრონი? სპორტსმენები სამყაროს ვაერთიანებთ, პოლიტიკოსები კი ყოფენ მას. სპორტსმენი სპორტსმენი უნდა იყოს და პოლიტიკოსი - პოლიტიკოსი. მე სპორტის სამყაროში ადამიანებს მთელი მსოფლიოდან ვიცნობ, მაგრამ არსებობს რაღაც საკითხები, რაშიც საუკეთესოები არ ვართ. მისთვის მხოლოდ ამ მესიჯის გაგზავნა მინდოდა", - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

1 თვის წინ
430 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია