"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" სერიოზულად მუშაობს ტომორის შენარჩუნებაზე. პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა "ჩელსის" უკვე დაუკავშირდნენ.
წყაროს ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა დაინტერესდა იმით, თუ არის შესაძლებელი მისი უფრო იაფად გამოსყიდვა, ვიდრე იანვარში დადგენილი ხელშეკრულებითაა.
ამრიგად, მილანურ კლუბს 28 მილიონ ევროზე ნაკლების გადახდა სურს, მაგრამ საკითხავია ისიც, დათანხმდება თუ არა ლონდონური კლუბი მოვლენების ამგვარ განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ინგლისელის ანგარიშზე ლომბარდიული გრანდის მაისურით 5 შეხვედრაა.