"Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" 18 წლის ცენტრ-ფორვარდმა, ლორენცო კოლომბომ, შესაძლოა, კარიერა იჯარით "კრემონესეში" გააგრძელოს.
არის მეორე ვარიანტიც, "ბრეშიას" სახით, რომელმაც ამჟამად უკანა პლანზე გადაიწია. ცნობისათვის, იტალიელს "Transfermarkt"-ი 1 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში ლორენცოს ანგარიშზე 9 შეხვედრაში 1 გოლია.