კალაბრია: "ახალწვეულები ჩვენს გუნდში არსებულ ხვრელებს ამოავსებენ"

კალაბრია: "ახალწვეულები ჩვენს გუნდში არსებულ ხვრელებს ამოავსებენ"

"მილანის" მარჯვენა მცველმა დავიდე კალაბრიამ "MilanTv"-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დასჭირდება. ახალგაზრდულ სექტორში უნივერსალი ვიყავი. ჩემი თავდაპირველი პოზიცია კი ნახევარმცველი იყო. არავისი გვეშინია და "მილანში" ამ თვისებას ახალგაზრდული ასაკიდან აყალიბებენ."

"თავდაპირველად პიოლი ძირითადად დაცვაში მამუშავებდა, რადგან ტეო ხშირად წინ მიდიოდა. ამ ყველაფერმა დაცვით ფაზაში დიდი გამოცდილება შემძინა, რის შემდეგაც შესაძლებლობა მომეცა შეტევაში მეც წავსულიყავი. მომწონს, რომ ახლა მწვრთნელის მხრიდან თავისუფლება მაქვს მონიჭებული."

"მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ბევრი კონკურენტუნარიანი კლუბია, მიმდინარე სეზონში დიდი პრობლემები არ შემქმნია, თუ არ ჩავთვლით ნახევარდაცვაში თამაშს, რაც ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო."

"არ უნდა შეგვეშიდნეს იმის თქმის, რომ სკუდეტოსათვის ვიბრძოლებთ. არ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი მთავარი მიზანია, მაგრამ ამაზე მაინც ვფიქრობთ. მოგვწონს ხელმძღვანელობის მუშაობაც. ახალწვეულები ჩვენს გუნდში არსებულ ხვრელებს ამოავსებენ." - განაცხადა კალაბრიამ.

1 თვის წინ
931 / 10
rossoneri-best
user
Acmilan1899 ხომ არიცით ის დასაა ამის წინ 2 ნომერი რომ.ეცვა  და იუვეში გადავიდა ვარსკვლავების  საწყვეტად  ეხლა სადაა და რას წყვეტს? გვარიც კი დამავიწყდა 
user
rossoneri-best Acmilan1899 ლიონშია თუ არ ვცდები დე შილიო
user
Arigo სკამის დაგრძელება და იუვეს ერთ ადგილას სარის დაგრძელება გარდაუვალია, ერთ პოზიციაზე 2-3 ტოპ მოთამაშე უდგათ და ბლატაობენ
user
Nika Jikidze პიოლის და საკის მილანს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა პროგრესირების მიხედვით ესეთი ძლიერ მილანს დიდი ხანი ველოდით და პირველრიგში კაი ფსიქოლოგის და შემდეგ ტაქტიკოსის დამსახურებაა პიო ქედს ვიხრი შენს წინაშე იმენა სუპერია დაჯე ივესთან რო წავაგეთ პრიმავერაც კი შემართა სიტყვები არ მყოფნის რა ბრავო !!!!!!!
user
Nika Jikidze კაი ბიჭია ძაან 2 ნომერის ღირსია ნამდვილად სამწუხაროდ 3 ნომერი ამოღებულია თორე ტეოს ეკუთვის ნამდვილად :D
user
Giorgi როგორც იქნა აგვადგინე პაროლი 
user
levanchinio აი  რას ნიშნავს კაი მწვრთნელი
user
rijkaard am sezonshi saocari progresi aqvs didi gulit tamashobs miyvars aseti milanelebi
user
Tifozi დათუჩა დარჩება მილანში მთელი ცხოვრება ამ დონეზე თამაში თუ გააგრძელა მილანის დიდების დარბაზის წევრობა არ აცდება
user
Nikachumi22 Tifozi ვინმე წარმოვიდგენფდით ეს და კესი ესე რო ათამაშდებოდნენ? სასწაული წელია მილანისთვის ბრავო პიოლი ბრავო ეს რეები გააკეთა მიკვირს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 375
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია