"ახლა მათ ერთად დავაფრთხობთ". - ზლატანი მანჯუკიჩის ტრანსფერს ეხმაურება

"ახლა მათ ერთად დავაფრთხობთ". - ზლატანი მანჯუკიჩის ტრანსფერს ეხმაურება

მარიო მანჯუკიჩი უკვე მილანშია და კონტრაქტს ხელს უახლოეს საათებში მოაწერს. 34 წლის ხორვატი ფორვარდი "როსონერიმ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

ბალკანელის "მილანში" გადასვლას ზლატან იბრაჰიმოვიჩიც გამოეხმაურა. შვედის თქმით, ახლა ისინი ერთად შეაშინებენ და დააფრთხობენ მეტოქეს.

"მარიომ კონტრაქტი გააფორმა, ის "მილანს" შეუერთდა. ასე რომ, ახლა ორნი დავაფრთხობთ და შევაშინებთ მეტოქეებს". - აცხადებს იბრა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრა "კალიარსითან" "მილანმა" სწორედ ზლატანის დუბლით მოიგო.

1 თვის წინ
876 / 1
Rossonero11
user
Dola Ibras 30 goli wels da marios 15 da mshvenieri iqneba
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 375
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია