logo

რატომ სკანდირებდნენ "მილანის" ქომაგები "ბრეშას" საპატივსაცემო ფრაზებს (ვიდეო)

სერია ა-ს 21-ე ტურში "მილანსა" და "ბრეშას" შორის მატჩი, გუნდების ქომაგების მხრივ, საკმაოდ საინტერესო მოვლენებით წარიმართა.

მოგეხსენებათ, იტალიაში "როსონერის" ქომაგების დაჯგუფება "კურვა სუდ მილანო" მხოლოდ "ბრეშას" ფანებთან მეგობრობს.

მიმდინარე სეზონის პირველ მატჩში მათ გუნდს სერია ა-ში დაბრუნება ტრიბუნებზე დადგმული პერფომანსითაც მიულოცეს.

პარასკევს გამართული მატჩის მიმდინარეობისას "ბრეშას" ქომაგები რამდენჯერმე სკანდირებდნენ "მილანს", ისე როგორც ვიდეოში "როსონერის" ფანები უმღერიან "ბრეშას".

ასევე, აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის ქომაგებმა ერთობლივად რამდენჯერმე საკადრისად მოიკითხეს "ინტერი" და "ატალანტა". ეს უკანასკნელი ქალაქ ბრეშადან 50 კილომეტრში მდებარეობს (ბერგამოში) და მათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეტოქეებად მიიჩნევენ.


7 თვის წინ
2277 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 32
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ