logo

"მილანმა" "უდინეზეს" ოფიციალური ბარტერი შესთავაზა

"მილანმა" "უდინეზეს" ოფიციალური ბარტერი შესთავაზა

"La Repubblica"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როდრიგო დე პაულის აგენტი აუგუსტინ როდრიგესი გუშინ "მილანის" ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა არგენტინელი ნახევარმცველის "სან სიროზე" შესაძლო ტრანსფერი განეხილა.

დე პაული მზადაა ლომბარდიაში გადაბარგდეს. რაც შეეხება "უდინეზეს", მალდინი და ბობანი მზად არიან როდრიგო პიონტეკში გაცვალონ. ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 35 მილიონ ევროს შეადგენს, ამიტომ უდინელები ამ შეთავაზებას დიდი ალბათობით დათანხმდებიან.

მთავარი დაბრკოლება კი პოლონელი თავდამსხმელია. პიონტეკს იტალიაში "მილანის" გარდა სხვა კლუბში თამაში არ უნდა და ამ მიზეზით მან უკვე დაბლოკა "ჯენოასა" და "ფიორენტინას" შეთავაზებები.

2 თვის წინ
1678 / 1
rossoneri-best
user
Guri Dorokashvili აბა რაღას შესთავაზეს თუ არ უნდა გადასვლა
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 280
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ