
გუშინდელი "ფიორენტინასთან" დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უდავოდ ალექსის საელმეკერსი იყო. იგი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა მარჯვენა ფლანგზე და თავის გუნდს პენალტიც მოუპოვა.
"Sky Italia"-სთან მიცემულ ინტერვიუში ბელგიელმა ამ თამაშზე ისაუბრა:
"გუნდისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, სტეფანო პიოლი ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ სწორედ მისთვის უნდა გვეთამაშა და ამ თამაშში 3 ქულა მოგვეპოვებინა, რაც, შევძელით კიდეც. "მილანი" კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება და ეს ძალიან მახარებს."
"მე გუნდისგან დიდი ნდობა დავინახე, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა. მილანელოზე ვარჯიშისას სტეფანო პიოლის მითითებების მიხედვით ვმოქმედებ და სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი ამჟამინდელი თამაშის ხარისხი."- განაცხადა ბელგიელმა.