logo

სუსო უკმაყოფილოა, რა მოხდა "მილანის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას

სუსო უკმაყოფილოა, რა მოხდა "მილანის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ორშაბათს "მილანის" ესპანელმა შემტევმა სუსომ გუნდის ხემძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

ბოლო 3 შეხვედრაში სუსომ ჯამში მხოლოდ 30 წუთი ითამაშა. არადამაჯერებელი სეზონის ფონზე ესპანელმა "მილანის" შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

Milannews.it - ის ინფორმაციით, სუსოსა და ხელმძღვანელების შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა თავისი უკმაყოფილება დააფიქსირა სათამაშო დროის ნაკლებობის გამო.

სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე 10 დღე რჩება, ხოლო ესპანელის შეძენით ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად "სევილია" ინტერესდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "მილანში" სუსოს გასხვისების თაობაზე.

8 თვის წინ
2306 / 2
ბექა ბლიაძე
user
Arigo მოდით პატივი ვცეთ ადამიანს და დავეთანხმოთ, რომ უფლება აქვს გამოტქვას უკმაყოფილება და მისი პოზიცია დააფიქსიროს! თუმცა მილანს გამარჯვებები სჭირდება და ეს ფეხბურთელები გამარჯვებებისათვის მოვიყვანეთ მის დროზე, რაც სამწუხაროდ არ აისახა ცხრილში დაკავებულ ადგილზე, დაგროვილ ქულებზე და თამაშის ხარისხზე. ბოლო 3 შეხევდრაში თუ მხოლოდ 30 წუთი ითამაშა და ამითი უკმაყოფილოა, ამ დროს 9 ქულა მოვიპოვეთ (ნუ 6 ქულა და 1/4 ფინალის საგზური თასზე) და ამით ბედნიერი არაა, მაშინ ყველაზე სწორი გამოსავალია, რომ არ დავუშალოთ სხვა კლუბში გადაბარგება და კარგი რეკომენდაციაც დავუწეროთ მომდევნო სამსახურის ბოსებთან წარსადგენად smilesmilesmilesmile, სევილია ძალიან კარგი ქალაქია, თბილი, მზიანი და ხალხმრავალი, კლუბიც საკმაოდ ამბიციური და ლა ლიგაც ძალიან ძლიერია, დაგვრჩა ბოლო საკითხი, რამდენს გადაგვიხდის ანდალუსიური კლუბი?! იმედია ძალიან არ გაჟმოტდებიან
user
rijkaard ეს ყვერის კაკალი ნახეთ რა, კიდე ეს რომაა უკმაყოფილო გააშორეთ სანამ ფასი აქვს გაყიდეთ 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ