logo

სიახლეები ბონავენტურას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით

სიახლეები ბონავენტურას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით

ჯაკომო ბონავენტურა მძიმე ტრავმის შემდეგ შესანიშნავად დაბრუნდა და სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, თუმცა მისი პროგრესი ამის შემდეგ შეწყდა. 

ბოლო კვირებში მისი თამაშის ხარისხი არათუ გაუმჯობესდა არამედ პირიქით, გაუარესდა. გუშინ ჩალჰანოღლუს ტრავმის გამო ჯეკს "უდინეზესთან" შანსი მიეცა, თუმცა "სპალთან" შეხვედრის მსგავსად პიოლის იმედები გაუცრუა.

მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე ანტე რებიჩი შემოვიდა, რომელმაც გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. ბონავენტურას სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება იმის ფონზე, რომ გუნდში ჰაკანის დუბლიორად განიხილება.

ჯაკომოს კონტრაქტი "მილანთან" მომავალ ივნისში ეწურება და გახანგრძლივება გადაწყვეტილი არ არის. ბობანი და მალდინი ჯერ მოლოდინის რეჟიმში არიან და ჯეკის ფორმაში შესვლას ელოდებიან.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან ათ დღეში ბონავენტურას სხვა კლუბთან პრეკონტრაქტის გაფორმება შეეძლება. იმ შემთხვევაში თუ გამოცდილი იტალიელი ნახევარმცველი თამაშის ხარისხს გამოასწორებს, "როსონერისგან" ახალ კონტრაქტს მიიღებს.

9 თვის წინ
1697 / 1
rossoneri-best
user
zurius Magrad vafaseb Bonas, magrad tramvis mere magrad mouklo, tan ukve 30 wlisaa. Ravici zafxulamde tu daibrunebs formas kargia, menaneba amis wasvla
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ