logo

ვინ არის მალდინის რჩეული, რომელიც "მილანს" შეუერთდება

ვინ არის მალდინის რჩეული, რომელიც "მილანს" შეუერთდება

"Tuttosport" დარწმუნებით იტყობინება, რომ რიკარდო როდრიგესს "მილანში" ენტონი რობინსონი შეცვლის. შვეიცარიელის "ფენერბაჰჩეში" ტრანსფერი ჯერჯერობით გაყინულია, თუმცა მალე ყველაფერი დასრულდება და ტეოს შემცვლელად გუნდში სწორედ ამერიკელი განაპირა მცველი მოვა.

ახლა რაც შეეხება რობინსონს, 22 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარცხენა მცველია, რომელსაც ბრიტანული პასპორტიც აქვს. ენტონიმ კარიერა "ევერტონის" ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო და "კანფეტების" ღირსებას 2017 წლამდე იცავდა.

2017-18 წლებში ის "ბოლტონში" გაანათხოვრეს, სადაც 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო გასულ სეზონში 2,2 მილიონ ევროდ "უიგანმა" იყიდა.

ენტონი მალევე გახდა "უიგანის" ძირითადი შემადგენლობის წევრი და მარცხენა ფრთაზე ამჟამად უკონკურენტოა. მისი კარგად ათამაშება არ გამორჩენიათ სამშობლოშიც, ამიტომ აშშ-ს ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც დაიმსახურა.

რობინსონმა "იანკების" მაისურის დაცვა ასაკის მიუხედავად უკვე შვიდჯერ მოახერხა. შტატებში მას კონტინენტის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად თვლიან.

რაც შეეხება ფასს, "მილანი" ინგლისურ კლუბს დაახლოებით 7-8 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა თავდაპირველად როდრიგესის გასხვისების საკითხი უნდა დასრულდეს.

9 თვის წინ
2168 / 2
rossoneri-best
user
zurius Ra chirs am milans veravis rom ver yidis? 
user
rossoneri-best zurius თვითონ ფენერს აქვს უეფასთან ფეარ ფლეის პრობლემები როგორც მილანს ჰქონდა. მოგვარებას ელოდებიან
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ