ბონერამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა

ბონერამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა

როგორც მოგეხსენებათ, სტეფანო პიოლის კორონავირუსი აქვს. ამავდროულად, COVID-19 მის ასისტენტ, ჯაკომო მურელსაც დაუდასტურდა.

ასე რომ, ხვალინდელ მატჩში, სადაც "მილანი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება გუნდს "როსონერის" ყოფილი მოთამაშე და ამჟამად გუნდის წევრი, დანიელე ბონერა გაუძღვება. 

იტალიელმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

"ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ საფინალო გამოცდაა. მე მჯერა ფეხბურთელების პასუხისმგებლობის და ეს მატჩი ამ ყველაფრის მხოლოდ პატარა ნაწილია"

"ეს კვირა მარტო არ მიგრძვნია თავი. ყოველთვის ახლო კონტაქტში ვარ მწვრთნელთან. ტექნოლოგიურ დონეზე მაგარი მხარდაჭერა მაქვს. მადლობას ვუხდი კლუბს ამისთვის".

რებიჩზე:

"ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იგი კარგ კონდიციებში უნდა იყოს. ვიცით, რომ 100%-ით მზად არ არის, რადგან მას იდაყვის პრობლემა აქვს".

"ლეაოს ტრავმა ამ დროს არ იყო შესაფერისი, მაგრამ ბევრი გამოსავალი გვაქვს".

"ვიცით იბრას მნიშვნელობა. მას მენტალურად გათიშვა სჭირდებოდა. იგი ყოველთვის გუნდის ხელმძღვანელად წარმოჩინდება".

შეგახსენებთ იმასაც, რომ "მილანსა" და "ნაპოლის" შორის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.


1 თვის წინ
614 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 298
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი