logo

ორი პოზიცია, რომლის გაძლიერების შემთხვევაშიც "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძოლებს

ორი პოზიცია, რომლის გაძლიერების შემთხვევაშიც "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძოლებს

"მილანს" ევროპის ლიგის ზონამდე ორი ქულა აშორებს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ამჟამად უტოპიად არ ჩანს. სტეფანო პიოლის შეგირდებს მომავალ ორ შეხვედრაში "ბრეშასთან" და "ჰელას ვერონასთან" გამარჯვება მართებთ, რის შემდეგაც ოცნება კიდევ უფრო რეალური გახდება.

პიოლის 4-4-2 ტაქტიკამ გაამართლა, მაგრამ საჭიროა პოზიციების გაძლიერება, რათა კონკურენციაც გაიზარდოს. პირველი და ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური ზონაა. ბენასერი ძალიან კარგად ირჯება, მაგრამ კესიე და კრუნიჩი მას მხარს შესაბამისად ვერ უბამენ. ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელის გადაბირება, როგორიც მაგალითისათვის ბაკაიოკოა შემადგენლობას უფრო დააბალანსებს.

მეორე პოზიცია კი მარცხენა გარემარბია. ჰაკან ჩალჰანოღლუ და ჯაკომო ბონავენტურა მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფებიან და მათ ნაცვლად გუნდში საჭიროა სწრაფი ფეხბურთელი, რომელიც "როსონერის" შეტევებს უფრო გაამწვავებს.

9 თვის წინ
3146 / 2
rossoneri-best
user
AC_MILAN_32 ბაკაიოკო გასაშვები არც იყო!! 
user
Kapana ისე ბაკაიკო რომ დაიმატონ ცუდი არ იქნება, სატრანსფერო ფასმა თუ დაიწია ))) და ევერტონი მოიყვანონ, მერე მართლა შეიძლება პრეტენზიების გამოთქმა )))
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ