იბრაჰიმოვიჩის საოცარი ციფრები 2020 წელს და ორი მიზანი

იბრაჰიმოვიჩის საოცარი ციფრები 2020 წელს და ორი მიზანი

"მილანში" დაბრუნების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 29 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს შვიდჯერ გაატანინა, რაც 39 წლის ფეხბურთელისთვის ცუდი შედეგი არაა.

ამას გარდა მას რამდენიმე შთამბეჭდავი სტატისტიკაც აქვს. "ინტერთან" დერბიში გატანილი გოლით იგი "დერბი დელა მადონინას" ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეგოლე გახდა.

ივლისში "პარმას" წინააღმდეგ "როსონერის" მაისური მეასედ მოირგო და 62 გოლით საუკეთესო მეგოლეა 2010 წლის შემდეგ.

"ჰელას ვერონასთან" გატანილი გოლი მისთვის ზედიზედ მეშვიდე იყო, რაც "მილანის" არც ერთ ფეხბურთელს გაუკეთებია მას შემდეგ, რაც "სამ ქულიანი ერა" დაიწყო. რვა გოლით ზლატანი ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

რაც შეეხება მიზნებს: იბრას უნდა, რომ ლომბარდიული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდეს და სკუდეტოსათვის სეზონის დასკვნით ნაწილამდე იბრძოლოს.

2 თვის წინ
472 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 306
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი