
"მილანის" კაპიტანმა, ალესიო რომანიოლიმ, "Milan Tv"-სთან ისაუბრა "ლილთან" განცდილი მარცხის და თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ:
"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე ჩვენზე უკეთეს ფორმაში იმყოფებოდა. "ლილი", ისევე, როგორც "ვერონა", ძალიან აგრესიულ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ ამ წაგებამ არ უნდა გაგვტეხოს და, პირიქით, უფრო დიდი შემართებით უნდა შევუდგეთ მომავალ თამაშებს."
"ჩემი ტრამვა საკმაოდ სერიოზული იყო. ყოველ წამს ველოდი გაუმჯობესებას, დრო კი სულ უფრო და უფრო იწელებოდა. თუმცა მთავარია, რომ ყველაფერი მორჩა და კვლავ შემიძლია მოედანზე გამოსვლა."
ალესიო, მას შემდეგ, რაც დაბრუნების შემდეგ ორი პენალტი აიკიდა, გულშემატკივრებისთვის კრიტიკის ობიექტად იქცა:
"მართალია, პენალტის ორივე ეპიზოდი ძალზედ საკამათო იყო, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლით. მომავალი წინაა და კონცენტრაცია შემდგომ შეხვედრებზე უნდა მოვახდინოთ."
"გუნდში შესანიშნავი შემართებაა. ამ ერთმა მარცხმა არ უნდა შეგვაშინოს და ჩვენი თამაში უნდა გავაგრძელოთ. "ჰელას ვერონასთან" დაპირისპირება მარტივი არ იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა შევძლოთ ამ შეხვედრიდან 3 ქულის მოპოვება." -განაცხადა მან.