ლეაო: "პიოლი გვეუბნება, რომ მთავარია თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ"

ლეაო: "პიოლი გვეუბნება, რომ მთავარია თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ"

პრაღის "სპარტას" დამარცხების შემდეგ, "მილანის" თავდამსხმელმა რაფაელ ლეაომ "Sky Italia"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ნებისმიერ პოზიციაზე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია ყველაზე კომფორტულია. გასულ სეზონში ახალ ქვეყანაში ადაპტაცია გამიჭირდა, რადგან სერია ა ძალიან რთული ჩემპიონატია, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა."

"ვგავარ თუ არა ანრის? სირბილის მანერით. თავდაჯერებულობა არ გვაკლია, რაც შედეგებზეც აისახება. პიოლი გვეუბნება, რომ მთავარია თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ და ასეც ვაკეთებთ." - განაცხადა ლეაომ.

9 თვის წინ
1036 / 1
user
vakho28 am bichs meti gambedavoba ro qondes uketesi iqneboda :))
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი