"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ პრაღის "სპარტასთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.
"მეტოქეს ვაფასებთ, მით უმეტეს ევროტურნირზე. შიდა ჩემპიონატში "სპარტამ" საწყისი ექვსივე შეხვედრა მოიგო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხვალ პრობლემებს შეგვიქმნიან."
"ტეო და ლეაო ძალიან ნიჭიერები არიან, რომლებსაც განვითარების უსაზღვრო პოტენციალი აქვთ, თუმცა ნიჭი საკმარისი არაა და აუცილებელია შრომა, რათა მსოფლიო ფეხბურთში თავიანთი სახელები ოქროს ასოებით ჩაწერონ."
"ჩვენი მიზანი შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებაა. დარწმუნებული ვარ არავის გაუხარდება, თუ წინა სეზონის მსგავსად ცხრილში მეექვსე საფეხურზე ვიქნებით." - განაცხადა პიოლიმ.