იკარდი და "მილანი" კვლავ აქტუალურია: ვანდა ნარა მთავარი გასაღებია

იკარდი და "მილანი" კვლავ აქტუალურია: ვანდა ნარა მთავარი გასაღებია

"Calciomercato"-ს ინფორმაციით, ვანდა ნარას მაურო იკარდის იტალიაში დაბრუნება უნდა, კერძოდ "მილანში", რომელსაც აგენტმა დერბიში გამარჯვებაც მიულოცა და "ინტერის" გულშემატკივრები გააღიზიანა.

იტალიურ გამოცემას მხარი ესპანურმა "AS"-მაც აუბა და განაცხადა, რომ "როსონერის" იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შეთავაზებაც გამზადებული აქვს: 10 მილიონი ევრო არენდის სანაცვლოდ და შემდგომ 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება.

ლომბარდიული გრანდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პარტნიორის შეძენას ეცდება, რადგან შვედ თავდამსხმელს კონკურენტი არ ჰყავს. თავის მხრივ, ვანდა ნარას შვილების აპენინზე აღზრდა უნდა და თავის მეუღლეს "სან სიროზე" დაბრუნებისკენ უბიძგებს.

2 თვის წინ
1009 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 299
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი