მირაბელი: "ვერ ვხვდები რა მიზანს ემსახურება იბრაჰიმოვიჩის მოყვანა"

მირაბელი: "ვერ ვხვდები რა მიზანს ემსახურება იბრაჰიმოვიჩის მოყვანა"

მასიმილიანო მირაბელიმ "TMW Radio"-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც "მილანზე" ისაუბრა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი.

"ემელესი ფაქტობრივად სამოყვარულო ჩემპიონატია. მესმის რომ იბრაჰიმოვიჩი ნამდვილი ჩემპიონია მაგრამ რა უნდა გააკეთოს ახლა? ის ხომ 38 წლისაა. ვერ ვხვდები რა მიზანს ემსახურება ზლატანის მოყვანა."

"მილანი" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ფოკუსირებით სწორ გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა შედეგს დრო სჭირდება. გატუზოს მოყვანით თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმედი მაქვს რინო ახლო მომავალში პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდს ჩაიბარებს. დარწმუნებული ვარ ინგლისურ ფეხბურთს ალღოს მარტივად აუღებს."

"დონარუმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და თუ კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი არსებობს, "როსონერიმ" ეს უნდა გამოიყენოს. ვფიქრობ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და კვლავ ლომბარდიულ გრანდში დარჩება."
 - განაცხადა მირაბელიმ.


1 წლის წინ
1116 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 298
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი