logo

პიოლი "სელტიკთან" მატჩისთვის ორ ცვლილებას გეგმავს

პიოლი "სელტიკთან" მატჩისთვის ორ ცვლილებას გეგმავს

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე "მილანი" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად გლაზგოს "სელტიკის" წინააღმდეგ გამართავს.

როგორც "Gazzetta dello Sport" იტყობინება, ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ორ ახალ სახეს ვიხილავთ. ალბათ, იცით, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრავმა გაუმიზეზდა. იგი გუნდს ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. სტეფანო პიოლი კი მის მაგივრად ბრაჰიმ დიასის დაყენებას გეგმავს.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, იტალიელი სპეციალისტი, ასევე, ძირითად შემადგენლობაში სანდრო ტონალის ჩასმას გეგმავს ისმაელ ბენასერის ნაცვლად. ასე რომ, იტალიურ წყაროს თუ დავუჯერებთ, ამ ორ მოთამაშეს ხვალინდელ მატჩში, თავის გამოჩენის შესაძლებლობა თავიდანვე მიეცემათ.

1 თვის წინ
761 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 204
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ