სიმონ კიაერი "მილანს" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და დებიუტი უკვე მოასწრო. ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან საუბრისას დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა "მილანში" გადასვლის მიზეზებზე და იბრაჰიმოვიჩთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მილანში" სათამაშოდ მოვედი. მინდა ამ დიდებულ კლუბს თავიდანვე დავეხმარო და ჩემი წარმატებული ასპარეზობა არ გაიწელოს. "სპალთან" თამაში კი ამ კუთხით ძალიან კარგი იყო."
"იბრაჰიმოვიჩსა და ჩემს შორის პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ამ გუნდში ერთი მიზანი გვაქვს: დავაბრუნოთ "მილანი" თავის ადგილზე. რა თქმა უნდა უკეთესია ზლატანი თანაგუნდელად გყავდეს, ვიდრე მოწინააღმდეგედ." - განაცხადა კიაერმა.