"მილანმა" თურქი ნახევარმცველის ჰაკან ჩალჰანოღლუსთვის ახალი კონტრაქტის მომზადების პროცესი დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებითაა დაინტერესებული, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.
26 წლის ფეხბურთელს "როსონერი" წლიური ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ჩალჰანოღლუ "მილანში" 2017 წელს გადავიდა.