მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერჟ ორიე "მილანში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა "როსონერიმ" არჩევანი დალოზე შეაჩერა, რადგან ლონდონელებმა კოტ დ'ივუარელ მცველს ფასი არ დააკლეს.
გარდა ორიესი, "ტოტენჰემი" ლომბარდიულ გრანდს დენი როუზსაც სთავაზობდა ტეო ერნანდესის კონკურენტად, თუმცა იტალიელებისგან უარი მიიღეს.
პაოლო მალდინიმ და რიკი მასარამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ დიოგო დალოს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება აქვს.