logo

"სევილიამ" პიონტეკისათვის ბრძოლაში "ტოტენჰემს" გადაუსწრო: "მილანი" ესპანელებს დათანხმდა

"სევილიამ" პიონტეკისათვის ბრძოლაში "ტოტენჰემს" გადაუსწრო: "მილანი" ესპანელებს დათანხმდა

მიუხედავად იმისა, რომ კრის პიონტეკმა გუშინ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მალდინი და ბობანი მის გაყიდვაზე კვლავ მუშაობენ და პოლონელი ფორვარდი "მილანს" დატოვებს.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სევილიამ" მოანეს დაბურისა და ხავიერ ერნადესის გასხვისების შემდეგ "როსონერის" ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რაზეც ლობარდიული გრანდი დათანხმდა.

რაც შეეხება შეთავაზებას, პიონტეკი ანდალუსიურ კლუბს არენდით შეუერთდება, ხოლო ზაფხულში ესპანელებს კშიშტოფის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ.

ახლა ჯერი თავად ფეხბურთელზეა. პოლონელი ფეხბურთელის გადაბირებით "ატონ ვილა", "ტოტენჰემი" და "ვესტ ჰემიც" ინტერესდება, ამიტომ შესაძლოა პიონტეკმა "სევილიაში" გადაბარგებაზე უარი განაცხადოს.

1 თვის წინ
1888 / 1
rossoneri-best
user
rijkaard piriqit uaryo milanma sevilias shemotavazeba
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 234
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ