logo

პიოლი: "ყველა დიდ კლუბს სურს თასის მოგება, მათ შორის "მილანსაც"

პიოლი: "ყველა დიდ კლუბს სურს თასის მოგება, მათ შორის "მილანსაც"

სტეფანო პიოლიმ "სპალის" განადგურების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"არ ველოდი რომ მარტივი შეხვედრა იქნებოდა, თუმცა ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ყველა დიდ კლუბს სურს იტალიის თასის მოგება, მათ შორის "მილანსაც". ვიცი რომ რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია."

"ტაქტიკა გადამწყვეტი არაა, მთავარია ინტენსივობა და აგრესიულობა. მე იმ ფეხბურთელებშიც დარწმუნებული ვარ, რომლებსაც ნაკლებ სათამაშო დროს ვაძლევ და მათაც ნდობა გამიმართლეს."

"სუსოს რთული პეროდი აქვს, ამიტომ გულშემატკივარმა სტვენის ნაცვლად უნდა გაამხნევოს და ამის მაგალითი დღეს "კურვა სუდმა" გვიჩვენა. პიონტეკმა კარგად ითამაშა, მაგრამ რამდენიმე გოლის გატანა კიდევ შეეძლო. პოლონელი ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ნებისმიერ დროს შეგიძლია მის იმედზე იყო."

"რებიჩის თამაშიც მომეწონა. ჩემი აზრით მეორე ფორვარდის პოზიციაზე გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე გარემარბად. სამუ ჩემი მოსვლის დღიდანვე კარგად ათამაშდა, თუმცა "ლაციოსთან" მიღებულმა ტრავმამ მისი პროგრესი შეაყოვნა. კასტილეხომ შეტევა ძალიან კარგად იცის და ჩემი ფორმაციის "მილანისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა."

"ტეო ხშირ შემთხვევაში ფოკუსირებული არაა და ბევრს რისკავს. მას ძალიან დელიკატური პოზიცია აქვს და შეცდომა მინიმალურამდე უნდა დაიყვანოს. ის უკვე შესანიშნავი ფეხბურთელია და მსოფლიოში მისი მსგავსი შემტევი პოტენციალის განაპირა მცველი თითზე ჩამოსათვლელი თუ მოიძებნება, მაგრამ მინუსები აქვს და ამის გამოსწორების შემთხვევაში ბადალი არ ეყოლება." - განაცხადა პიოლიმ.

5 თვის წინ
1605 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 357
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ