"Milannews.it"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" კატალონიის "ბარსელონას" 17 წლის ტალანტ, ალეხანდრო ბალდეზე დაკვირვებას განაგრძობს.
როგორც წყარო იტყობინება, წესითა და რიგით, ეკონომიკური ბალანსი უნდა მოიძებნოს კატალონიურ მხარესთან. "Transfermarkt" ესპანელს 200 000 ევროდ აფასებს.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 17 წლის მარცხენა მცველი "ბლაუგრანას" 19 წლამდელთა გუნდის წევრი გახლავთ.