"მილანის" მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში აჩრაფ ჰაკიმიზე ისაუბრა.
"მე და აჩრაფი "რეალში" თანაგუნდელები ვიყავით და ვიცი რა შეუძლია. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ არაფერი გამოუვიდეს. გასაქანს არ მივცემ." - განაცხადა ტეომ.
მადრიდელებმა ორივე განაპირა მცველი მილანურ კლუბებში გაასხვისეს და მომავალ "მადონინაში" მათ დაპირისპირებას ვიხილავთ.