logo

7 ფეხბურთელი ტრავმირებულია; "მილანის" სავარაუდო შემადგენლობა "სპალთან"

7 ფეხბურთელი ტრავმირებულია; "მილანის" სავარაუდო შემადგენლობა "სპალთან"

დღეს იტალიის თასზე "მილანს" ტრავმის გამო შვიდი ფეხბურთელი დააკლდება.

ჯანლუიჯი დონარუმამ "კალიარისთან" შეხვედრაში მცირე დაზიანება მიიღო და დიდი ალბათობით მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, წინასწარი ინფორმაციით "სპალთან" მისი ძმა ანტონიო შეცვლის, ხოლო სერია ა-ს შეხვედრაში "უდინეზესთან" ასმირ ბეგოვიჩი.

ასევე ტრავმირებულია დავიდე კალაბრია, რომელმაც კოჭის დაზიანების გამო "კალიარისთან" 73-ე წუთზე მოედანი დატოვა და კონტიმ შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით იუქმებს ახალგაზრდა იტალიელი.

ასევე მცირე დაზიანება აქვს მარცხენა კოჭზე მატეო მუსაკიოს. მის ნაცვლად რომანიოლის სიმონ კიაერი ან მატეო გაბია შეუწყვილდება.

მცირე დაზიანება აქვს ჰაკან ჩალჰანოღლუსაც, რომელიც მხოლოდ სათასო დაპირისპირებას გამოტოვებს, მის შემცვლელად კი ბონავენტურა სახელდება.

რაც შეეხება გრძელ ვადიან ტრავმებს, ასეთი "მილანს" სამი ფეხბურთელი ჰყავს: ლუკას ბილია, რიკარდო როდრიგესი და ლეო დუარტე. აქვე სავარაუდო შემადგენლობა "სპალთან":

(4-4-2): ა.დონარუმა; კონტი, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი; კასტილეხო, კრუნიჩი, ბენასერი, ბონავენტურა; რებიჩი, იბრაჰიმოვიჩი.

8 თვის წინ
1847 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ