logo

პიოლი: "იტალიის თასის მოგება მნიშვნელოვანი მიზანია"

პიოლი: "იტალიის თასის მოგება მნიშვნელოვანი მიზანია"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "სპალთან" სათასო დაპირისპირებამდე "Milan TV"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"გულშემატკივრების წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ ასეთ დელიკატურ მომენტში არ დავაღალატოთ და ყველა ტურნირზე კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. სამწუხაროდ ამ სეზონში ტიფოზები გამარჯვებებით ვერ გავანებივრეთ, მაგრამ იყო ბევრი ისეთი შეხვედრა, სადაც გამართლების შემთხვევაში გამარჯვება შეგვეძლო."

"წარსულზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ჩვენ აწმყოზე და მომავალზე ვსაუბრობთ, ამიტომ პირველი სამიზნე "სპალია". "კალიარისთან" მატჩში ჩემს ფეხბურთელებს კონკრეტული გეგმები ჰქონდათ, რომელიც მე დავავალე, მათ კი დავალებას თავი ძალიან კარგად გაართვეს."

"ცალსახად მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი წარუმატებელი იყო, მაგრამ გამოსწორების შანსი გვაქვს, ამიტომ დასკვნები მაისში გამოვიტანოთ. "მილანისათვის" იტალიის თასის მოგება მნიშვნელოვანი მიზანია." - განაცხადა პიოლიმ.

8 თვის წინ
1382 / 1
rossoneri-best
user
Mate Abramidze იმედია მოვიგებთ იტალისს თასს მართლა კარგი იქნება გუნდისთვისsmilesmilesmile
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ