ლუკა იოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა

ლუკა იოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა

Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე მადრიდის "რეალის" სერბ ფორვარდს ლუკა იოვიჩს იჯარის წესით ვეღარ აიყვანს.

"სამეფო კლუბმა" სერბის შენარჩუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბორხა მაიორალი "რომაში" გაუშვა, ხოლო ფორვარდის პოზიცია გუნდში ჯერ სათანადოდ ვერ შეავსო.

ზინედინ ზიდანი იოვიჩს ქარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავს და 22 წლის ფეხბურთელისთვის წელს იმაზე მეტი შანსის მიცემას აპირებს, ვიდრე ამას შარშან აკეთებდა.

თავის მხრივ, "მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის სათანადო შემცვლელის ძიებაშია.

სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში 5 ოქტომბერს იხურება.

3 თვის წინ
1180 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 299
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი